ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუსში შექმნილი სიტუაცია განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც სააგენტო БЕЛТА ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, ორი ქვეყნის ლიდერებმა ბელარუსში შექმნილი მდგომარეობა და საგარეო საკითხები განიხილეს, განსაკუთრებით კი ყურადღება დასავლეთის მიმართულებით გაამახვილეს.

ამასთან, რუსეთისა და ბელარუსის ხელმძღვანელებმა კორონავირუსთან ბრძოლის საკითხები განიხილეს. ამ მხრივ, პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის მოქალაქეები ნებაყოფლობით ჩაერთვებიან რუსეთის ფედერაციაში წარმოებული ვაქცინის გამოცდის მესამე ეტაპში. ასევე ბელარუსი გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც ამ ვაქცინას მიიღებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა