ლევან რატიანი - შატილის გზაზე, ავარიისას დაშავებული სამივე პაციენტი იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მაგრამ ყველაფერი კეთდება, რომ მათი სიცოცხლე შენარჩუნდეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ორი პაციენტის ოპერაცია დასრულებულია.

მისი თქმით, კლინიკაში მოთავსებული სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, ისინი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე არიან, თუმცა სამივეს შემთხვევაში ვიტალური პარამეტრები შენარჩუნებულია.

„შემოყვანილია სამი ქალი კრიტიკულ მდგომარეობაში. სამივეს ჩაუტარდა გადაუდებელი კვლევები. ისინი კვლევების შედეგად მოთავსდნენ რეანიმაციულ განყოფილებაში. აღსანიშნავია, რომ 2 პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. სამივეს მდგომარეობა არის კრიტიკული, თუმცა ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს. მინდა გითხრათ, რომ რადგანაც ნარჩუნდება ვიტლური პარამეტრები, ვიმედოვნებთ, რომ გაგრძელდება ასე და სამივე მათგანი უახლოეს პერიოდში დაიწყებს გამოჯანმრთელებას. სამივე იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, სამივესთან არის ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი, მაგრამ ყველაფერი კეთდება, რომ მათი სიცოცხლე შენარჩუნდეს. ამ ეტაპზე პაციენტები დამატებით ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებენ, განხორციელდა ყველა ინტერვენცია, რაც იყო საჭირო“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს