კელი დეგნანი შატილის გზაზე ავარიაზე - ვფიქრობთ მათზე, ვინც დაიღუპა და ვინც ამ მძიმე წუთებში მათ დაკარგვას გლოვობს, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ დეგნანის განცხადებას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„ამერიკის საელჩოს სრული შემადგენლობის სახელით, მსურს, ღრმა მწუხარება გამოვხატო 23 აგვისტოს შატილში ტრაგიკულად დაკარგული 17 სიცოცხლის გამო.

ვფიქრობთ მათზე, ვინც დაიღუპა და ვინც ამ მძიმე წუთებში მათ დაკარგვას გლოვობს. იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. თქვენ გარშემორტყმული ხართ ხალხით, ვინც თქვენს მწუხარებას იზიარებს", - განაცხადა კელი დეგნანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო