ირმა ინაშვილის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსი“ 4 ამერიკულ, 2 ებრაულ და მხოლოდ ერთ რუსულ საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობს

„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, მისი პარტია 4 ამერიკულ, 2 ებრაულ და მხოლოდ ერთ რუსულ საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობს.

როგორც ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რუსული საინფორმაციო სააგენტო „დოსიეს“ დასკვნები, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ დაფინანსებას რუსეთიდან იღებს, არ შეიძლება ფაქტად განიხილებოდეს. მისი თქმით, პარტნიორი კომპანიები ეხმარებიან პარტიას ბიუჯეტის გაანგარიშებაში.

„4-მა ამერიკულმა კომპანიამ ანალოგიურად შეგვიდგინა პესიმისტური, შუალედური და ოპტიმისტური ბიუჯეტი, რატომ არ ამბობთ, რომ ეს ბიუჯეტი ტრამპს შეუტანეს? ასევე, ორმა ებრაულმა კომპანიამ შეგვიდგინა ბიუჯეტის გაანგარიშება და რატომ არ ამბობთ, რომ ეს ბიუჯეტი ნეთანიაჰუს შეუტანეს?“,- განაცხადა ინაშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, „პატრიოტთა ალიანსი“ „ასეთ თავდასხმებს ელოდა და ეს მოულოდნელი არ არის“.

„ჩვენ ნამდვილად ვთანამშრომლობთ საკონსულტაციო კომპანიებთან. ჩვენ ვთანამშრომლობთ 4 ამერიკულ კომპანიასთან, რომლებიც წლების განმავლობაში გვიწევდნენ და გვიწევენ კონსულტაციას. საარჩევნოდ ჩამოვლენ ჩვენს ქვეყანაში. ამ ამერიკელი კონსულტანტების დახმარებით გვქონდა შეხვედრები სენატორებთან და კონგრესმენებთან. გვყავს ასევე 2 ებრაული კომპანია, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ და გვიწევენ კონსულტაციას. მხოლოდ ერთია რუსული კომპანია, რომელიც გვიწევს კონსულტაციას“,- განაცხადა ინაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო