სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 26 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო თბილისის ზოგიერთი რაიონის ნაწილს 26 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს.

მათი ცნობით, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში დიდი დიღომის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრიწის, მეფე მირიანის, სიმონ ჩიქოვანის, ახალშენის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, სულხან ნასიძის ქუჩების მოსახლეობას.

ასევე, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდუბის რაიონში აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), რაფიელ აგლაძის, მირცხულავას, წყალტუბოს ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაკის რაიონში ილია ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის, ფალიაშვილის, მიშველაძის, აბაშიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის რაიონში სოფელ გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I, II, V, VI და VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ფორე მოსულიშვილის, ხევისპირის, ბერთუბნის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონში კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სამგორის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 I, III, IV, X და ,,დ“ კვარტლების, ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, შუამთის, გახოკიძის, თრიალეთის, პეტეფის, ლაღიძის, 17 შინდისელი გმირის, ძეგლევის, წულუკიძის, მე-2 რიგის, ჯავახეთის, ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 VII კვარტლის, კალოუბნის, შუამთის, ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.

ასევე, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიდი ლილოს (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ისნის რაიონში ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, დიმიტრი გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკის, იორის, იუნკერთა, შანდორ პეტეფის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში წინანაურის, დიდი ხეივნის, მეფე სოლომონ II, შოთა ნიშნიანიძის, ორთაჭალის, დიმიტრი გულიას, გორგასალის, კრწანისის, იოსებ გრიშაშვილის, გულუას ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის მოსახლეობას.

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის რაიონში ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, დავით ჭიჭინაძის, ცოტნე დადიანის, რიონჰესის, იმერეთის, ჯავის, დიდი-ჯიხაიშის, კოკინაკის, ტრაქტორის, გურამ ქუთათელაძის, ჭიჭიკო ბენდელიანის, ზედაზენის, მოლოკოვის, ხრესილის, ცისარტყელას, პეტრე გრუზინსკის, ჭყონდიდელის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ჭიჭიკო ბენდელიანის, დავით ჭიჭინაძის, ტრაქტორის, ხრესილის, ცისარტყელას, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, გურამ ქუთათელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

როგორც „თელასში“ აცხადებენ, კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა