ტედროს გებრეიესუსი - ჯანმო-ს გლობალური ძალისხმევის მიზანია, 2021 წლის ბოლოსთვის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის მინიმუმ ორი მილიარდი დოზა იყოს ხელმისაწვდომი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ვაქცინების გლობალურ პროგრამა COVAX-ში ამ დროისთვის უკვე 172 ქვეყანა ჩერთო. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, ამჟამად შემოწმების პროცესს 9 კანდიდატი ვაქცინა გადის. მისივე თქმით, პროგრამა COVAX-ში ინვესტირება პანდემიის დასრულების ყველაზე სწრაფი გზაა.

„COVAX-ი უზრუნველყოფს დაბალ, საშუალო და მაღალი შემოსავლის ქვეყნებისთვის ვაქცინაზე დროულად წვდომას, როგორც კი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის გავრცელება დაიწყება“, - აღნიშნა გებრეიესუსმა.

მისივე თქმით, ჯანმო-ს ამ მექანიზმის მიზანია 2021 წლის ბოლოსთვის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის მინიმუმ ორი მილიარდი დოზა იყოს ხელმისაწვდომი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა