დონალდ ტრამპი - “დემოკრატები” კოვიდს არჩევნების მოსაპარად იყენებენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „დემოკრატიული პარტია“ კოვიდ 19-ს ამერიკელი ხალხის მოსატყუებლად და არჩევნების მოსაპარად იყენებს.

„ისინი კოვიდს ამერიკელი ხალხის მოსატყუებლად, არჩევნების მოსაპარად იყენებენ,“- განაცხადა ტრამპმა „რესპუბლიკური პარტიის“ კონფერენციაზე, სადაც მან პარტიის დელეგატებს მიმართა.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ფოსტის საშუალებით ხმის მიცემა, შესაძლოა, არჩევნების გაყალბების საშუალება გახდეს, რაც, „დემოკრატიული პარტიისთვის“ ხელსაყრელ სიტუაციას შექმნის.

„ერთადერთი გზა, რითაც მათ შეუძლიათ, არჩევნები წაგვართვან, გაყალბებული არჩევნებია. მაგრამ ჩვენ წაგებას არ ვაპირებთ,“- განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

ცნობისათვის, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ დონალდ ტრამპი ორშაბათს, ქალაქ შარლოტიში გამართულ ყრილობაზე, საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. პარტიის ყრილობის ფარგლებში სიტყვით გამოსვლას ტრამპი ხუთშაბათს გეგმავს.

იხილეთ ვიდეო:დონალდ ტრამპი - "დემოკრატები" კოვიდს არჩევნების მოსაპარად იყენებენ

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს