აშშ და ჩინეთი სავაჭრო ხელშეკრულების პირველი ფაზის განხორციელების გაგრძელებაზე შეთანნხდნენ

აშშ და ჩინეთი სავაჭრო ხელშეკრულების პირველი ფაზის განხორციელების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია რომ ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ლიუ ჰიმ, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სავაჭრო მოლაპარაკებებში რობერტ ლაითიზერმა და აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სტივენ მნუჩინიმ მოლაპარაკებები გამართეს.

„ორ მხარეს შორის გაიმართა კონსტრუქციული მოლაპარაკებები სავაჭრო შეთანხმებისა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის კოორდინაციის გაძლიერების საკითხებზე,“- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახენებთ, აშშ-მა და ჩინეთმა ახალი სავაჭრო შეთანხმების პირველ ფაზაზე შეთანხმებას გასული წლის ბოლოს მიაღწიეს, დოკუმენტს კი ხელი მიმდინარე წლის იანვარში მოაწერეს.

იხილეთ ვიდეო:აშშ და ჩინეთი სავაჭრო ხელშეკრულების პირველი ფაზის განხორციელების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა