ევროსაბჭოს გენერალური მდივანი - შოკირებული და დამწუხრებული ვარ საქართველოში მომხდარი ავარიით

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება.

„შოკირებული და დამწუხრებული ვარ საქართველოში გუშინ მომხდარი მიკროავტობუსის ავარიით. ფიქრებით დაღუპულებთან და მათ ოჯახებთან ვართ. საქართველოს ხალხსა და მთავრობას ჩემს გულწრფელ თანაგრძნობას ვუზიარებ,“- წერს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი.

შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა