ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი მკაცრად გმობს იმას, რაც ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობას ჰგავს

ევროკავშირი მკაცრად გმობს იმას, რაც ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობას ჰგავს, - ამის შესახებ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელიმ განაცხადა, რითაც ის რუსი ოპოზიციონერის შესაძლო მოწამვლის შესახებ გერმანელი ექიმების განცხადებას გამოეხმაურა.

„ბერლინის Charité -ის საავადმყოფოს წინასწარი ტესტის შედეგები აჩვენებს, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი ციმბირში ყოფნის დროს მოიწამლა. მადლობას ვუხდით Charité – Universitätsmedizin-ის ბერლინის პერსონალს ბატონი ნავალნის მკურნალობისთვის და მას სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

ევროკავშირი მკაცრად გმობს იმას, რაც, ბატონი ნავალნის მკვლელობის მცდელობას ჰგავს. აუცილებელია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაიწყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება ბატონი ნავალნის მოწამვლის ფაქტზე. რუსი ხალხი, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ითხოვს ბატონი ნავალნის მოწამვლის შესახებ ფაქტებს. ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს,“- აღნიშნულია ჟოზეფ ბორელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკა Charite-ის ინფორნაციით, სადაც რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მკურნალობა უტარდება, სამედიცინო გამოკვლევები მიანიშნებს, რომ ნავალნი, სავარაუდოდ, მოწამლულია.

იხილეთ ვიდეო:ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი მკაცრად გმობს იმას, რაც ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობას ჰგავს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა