აშშ-ში პოლიციის მიერ ფერადკანიანი მამაკაცის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის გამო მიმდინარე აქცია შეტაკებაში გადაიზარდა

აშშ-ის უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში პოლიციის მიერ ფერადკანიანი მამაკაცის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლები მეორე დღეა გრძელდება. BBC-ის ინფორმაციით, წუხელ საპროტესტო აქცია სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა.

აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმელებს სხვადასხვა ნივთები ესროლეს, რასაც სამართალმდაცავებმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით უპასუხეს და რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მანამდე კი აქციის მონაწილეებმა კენოშას საზოგადოებივი უსაფრთხოების სამსახურის შენობაში შეჭრა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათი დაშლა ე.წ. „წიწაკის სპრეის“ გამოყენებით მოახერხეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში საპროტესტო ტალღის სამართავად „ეროვნული გვარდიის“ 200-მდე წევრის განთავსება იგეგმება.

ცნობისათვის, საპროტესტო გამოსვლები სამართალდამცველების მიერ ფერადკანიანი მამაკაცის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნას მოჰყვა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ის მძიმე მდგომარეობაშია.

იხილეთ ვიდეო:აშშ-ში პოლიციის მიერ ფერადკანიანი მამაკაცის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის გამო მიმდინარე აქცია შეტაკებაში გადაიზარდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო