მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი მკურნალობას სახლში გადიოდა, რომელსაც ასევე ინფიცირებული და უვლიდა

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მე-19 გარდაცვლილი პაციენტი მკურნალობას სახლში გადიოდა.

ეზუგბაიას ინფორმაციით, მას ასევე, კოვიდინფიცირებული და უვლიდა. როგორც ეზუგბაიამ განაცხადა, გარდაცვლილს მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა და დატვირთული ფსიქო-ემოციური სფერო ჰქონდა.

„დაგვემატა მე-19 გარდაცვლილი. ამ პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი. ამ პრობლემების გამო, ძალიან დატვირთული ფსიქო-ემოციური სფერო. პაციენტი მეთვალყურეობდა ბინაზე. მას უვლიდა მისი და, ისიც, ასევე, კოვიდინფიცირებული. მათი მეთვალყურეობა ხდებოდა ჩვენს მიერ. უშუალოდ, მე მქონდა კომუნიკაცია პაციენტის დასთან და დღის განმავლობაში რამდენჯერმე დგებოდა ჩვენი საუბარი. დაავადება მიმდინარეონდა ორივესთან მსუბუქად, თითქმის უსიმპტომოდ, მაგრამ განვითარდა ცხიმოვანი ემბოლია, როგორც ახასიათებს ასეთ მოტეხილობებს და პაციენტი გარდაიცვალა ამ მიზეზის გამო. საბოლოოდ პაციენტის ინფიცირების პირველწყარო მაინც ლენჯერს უკავშირდება,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო