ხათუნა გოგორიშვილი ჩოხატაურის ადგილობრივ ხელისუფლებას ნეპოტიზმში ამხელს

„ევროპული საქართველოს“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი ხათუნა გოგორიშვილი ჩოხატაურის ადგილობრივ ხელისუფლებას ნეპოტიზმში ამხელს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ხათუნა გოგორიშვილმა მედიას გააცნო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება ერთ-ერთ ორგანიზაციასთან - „ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრი ჩოხატაურში“, რომელსაც, როგორც გოგორიშვილი ამბობს, „თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ „ცოლების საქმიანობის დღის ცენტრი ჩოხატაურში“.

როგორც მან აღნიშნა, პროგრამა მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველთა და უმწეოთა რიცხვის შემცირებას და ცხოვრების ხარისხის ამაღლებას, თუმცა, პროგრამის განხორციელებისთვის ჩარიცხული 96 500 ლარიდან მხოლოდ 9 000 ლარი მოხმარდა სხვადასხვა პროგრამას.

„პრობლემა მარტო თანხის განკარგვაში არაა. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, ვინ არიან იქ დასაქმებული და ვის უხდის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ხელფასს. ესენი არიან: თამარ კოროშინაძე - მერიის სოციალური სამსახურის განყოფილების უფროსის ვანო ცინცაძის ცოლი; ირინა მამალაძე - მერის მოადგილის თამაზ ჯინჭარაძის ცოლი; ირინა ხოტრიშვილი - საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის აკაკი ყაჭეიშვილის ცოლი; ნათია გურგენიძე - ჩოხატაურის ელექტროქსელების ხელმძღვანელის თემურ ჩხიკვაძის ცოლი.

ყველა ეს ქალბატონი პარალელურად დასაქმებული არიან ჩოხატაურის სხვადასხვა ა(ა)იპ - ებში და სხვა ხელფასსაც იღებენ ჩოხატაურის ბიუჯეტიდან. ასე რომ, ამ პროგრამას შეგვიძლია თავისუფლად დავარქვათ „ცოლების საქმიანობის დღის ცენტრი ჩოხატაურში,“ - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:"ევროპულმა საქართველომ" გურიაში ნეპოტიზმის ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაასაჯაროვა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს