გიორგი ვაშაძე - ყველა ლიდერს მოვუწოდებ, სისულელეების ლაპარაკს მოვეშვათ - ირაკლი ოქრუაშვილი არ არის ყველა ოპოზიციონერის მიერ შეთანხმებული კანდიდატი

თუ ვინმეს რამე პრობლემა აქვს თაკო ჩარკვიანთან დაკავშირებით, რომელმაც 3 თვის წინ დააყენა კანდიდატურა, გამოვიდეს და თქვას. ირაკლი ოქრუაშვილი არ არის ყველა ოპოზიციონერის მიერ შეთანხმებული კანდიდატი, არც მე და არც "ნაცმოძრაობა” არ უჭერს მხარს, - ასე ეხმაურება პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე "ახალი საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად დისონანსი, რომელიც ერთობაში გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებამ შემოიტანა, გამოსწორებას მოითხოვს.

მისივე თქმით, აბსურდის და სისულელეების ლაპარაკს ყველა პოლიტიკოსი უნდა მოეშვას.

„მე ვარ სიტყვის ერთგული. ყველა შეთანხმებას ყოველთვის ვიცავ და მთავარია, რა პრინციპებით მოქმედებს ადამიანი. ამიტომ, ყველა ლიდერს მოვუწოდებ, რომ სისულელეების ლაპარაკს მოვეშვათ. წადით და ხალხს ელაპარაკეთ, ეს არც სამუშაო ადგილს შექმნის და არც საერთო ოპოზიციურ გამარჯვებას შეუწყობს ხელს,” - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ "ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე საპასუხოდ.

ის „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ისნის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატის შესაძლო დაყენების საკითხსაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება პარტიებს შორის მიღებული შეთანხმების დარღვევა იქნება.

"აქ კითხვა აღარ უნდა დაისვას, პარტიებს შორის არის ექვს ოლქზე შეთანხმება და მე ამ შეთანხმების ერთგული ვარ. თუ ,,ნაციონალური მოძრაობა” გადაწყვეტს, რომ დაარღვიოს ეს შეთანხმება, ეს არის ძალიან ცუდი. ამას თავისი პოლიტიკური ფასი აქვს, შეთანხმების დამრღვევს ექნება შესაბამისი პასუხი ამომრჩევლისგან, მაგრამ მთავარია დამსხვრეული ოცნებების, ივანიშვილის პარტიის შეცვლა და არა ეს გააფთრებული შეტევა ჩემზე. რადგანაც მოსახლეობის მეტი მხარდაჭერა გვაქვს, ამიტომ სამიზნედ ამომირჩია ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ? ეს სამარცხვინოა, მაგრამ მე ამას იგივე სიბინძურით არასდროს არ ვუპასუხებ,” - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა