გიორგი ვაშაძე - პოლიტიკას სუფთა წარსულის მქონე ადამიანები უნდა აკეთებდნენ და არა საკუთარი ბიზნესინტერესების ლობისტი პირები

ჩემი აზრით, პორტირებების და გადახტომების დრო ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. პოლიტიკას უნდა აკეთებდნენ პროფესიონალი, სუფთა წარსულის მქონე ადამიანები და არა საკუთარი ბიზნესინტერესების ლობისტი პიროვნებები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ „ნაცმოძრაობის” სიაში მყოფი ადამიანები „ოცნების” მხარეს გადავიდნენ და არის თუ არა ამის საშიშროება, რომ წელსაც იგივე მოხდეს.

„ასე არის დაკომპლექტებული დამსხვრეული ოცნებების პარტიის მთლიანი სამაჟორიტარო კორპუსი და იმედი მაქვს, რომ არ იქნება ასეთი ხალხი ოპოზიციურ ფლანგზე. თუ ბიზნესს აკეთებ, წადი ბიზნესს მიხედე და არა პოლიტიკას”, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება” არ ხსნის საზღვრებს, რითაც შიმშილისთვის გაწირა მთლიანად მოსახლეობა.

„საზღვრებს არ ხსნის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მიზნებისთვის. ერთ-ერთი მიზანია, რომ ხელი შეუშალოს დამკვირვებლების შემოსვლას. ფიქრობს, რომ მშიერი ხალხის მართვა უფრო ადვილია, დღეს ხალხი მშიერია და ამისთვის პასუხი უნდა მოვთხოვოთ დამსხვრეული ოცნებების პარტიას,” - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო