სოფიო კილაძე - კარგი იქნებოდა, ელენე ხოშტარიას, როცა ოკუპანტ ქვეყანაში სწავლობდა, მაშინ გახსენებოდა, რომ ის ქვეყანა ოკუპანტია

ქალბატონ ელენე ხოშტარიას, როცა ოკუპანტ ქვეყანაში სწავლობდა, კარგი იქნებოდა, მაშინ გახსენებოდა, რომ ოკუპანტია ეს ქვეყანა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრის, ელენე ხოშტარიას მოთხოვნას, გამოიძიონ "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების წყაროები.

კილაძე ამბობს, რომ მსგავსი ბრალდებები არაერთხელ გაჟღერებულა "ქართული ოცნების" მიმართაც. რაც შეეხება "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსებას, ამაზე გამოძიების დაწყების საკითხს პროკურატურა გადაწყვეტს.

"ჩემი პირადი პოზიცია მინდა გითხრათ და "ქართული ოცნების" პოზიციაც ეს არის, რომ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალა, რომელიც ოკუპანტ ქვეყანასთან არის რაიმე ფორმით ალიანსში, ან მისგან ფინანსდება. ეს პირველ რიგში კანონის დარღვევაა, მაგრამ ასევე მორალურადაც დაუშვებელი და წარმოუდგენელია, რომ ოკუპანტისგან ვინმე იღებდეს რაიმე დაფინანსებას და შემდეგ ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია, რომ ეს არის ქვეყნის სიყვარულით გაჟღენთილი პარტია. გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა, ამას გადაწყვეტს პროკურატურა, ეს პროკურატურის დისკრეციაა,"- განაცხადა კილაძემ.

კილაძის თქმით, არ აქვს საფუძველი ენდოს "პატრიოტთა ალიანსის" შესახებ გავრცელებულ დოკუმენტებს, თუ შესაბამისი უწყებების მხრიდან არ დადასტურდება ეს ფაქტები.

ცნობისათვის, ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაარსებული საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა „დოსიეს" თანახმად, "პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები უწევენ და რუსეთიდან ფინანსდებიან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს