სვეტლანა ტიხანოვსკაია ევროპარლამენტარებს - ბელარუსმა გაიღვიძა, ქვეყანაში არა პოლიტიკური, არამედ დემოკრატიული რევოლუციაა

დღეს ჩემს ქვეყანაში არეულობაა. მშვიდობიან დემონსტრანტებს უკანონოდ აკავებენ, აპატიმრებენ და სცემენ. ხელისუფლება იყენებს დაშინების ტაქტიკას. სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი დაკარგულია. ეს ყველაფერი კი შუაგულ ევროპაში ხდება,- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომელმაც დღეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე შეკრებილ ევროპარლამენტარებს ვიდეო კონფერენციის საშუალებით სიტყვით მიმართა.

მისივე თქმით, 9 აგვისტოს არჩევნების შედეგები გაყალბებული იყო და ის ბელარუსმა ხალხმა და საერთაშორისო საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა არ აღიარა.

„ევროპის ლიდერებმა არჩევნების შედეგები გაყალბებულად გამოაცხადეს. ევროპარლამენტის პარტიებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ისინი არჩევნების შედეგებს და ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის არჩეულ პრეზიდენტად არ აღიარებენ“, - განაცხადა ტიხანოვსკაიამ.

მან ევროპარლამენტარებს ბელარუსი ხალხის სახელით მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბელარუსში არა პოლიტიკური, არამედ დემოკრატიული რევოლუცია ხორციელდება.

„არჩევნების შემდეგ ქვეყნის ქუჩებში ლუკაშენკოს წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატად მილიონობით ბელარუსი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციები მშვიდობიანია, ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივი სადამსჯელო ოპერაციების გამოყენება სცადა, თუმცა ამან ბელარუსი ხალხი მხოლოდ გააძლიერა. ბელარუსმა გაიღვიძა. ჩვენ არ ვართ ოპოზიციაში, ჩვენ ახლა უმრავლესობაში ვართ. მშვიდობიანი რევოლუცია ხორციელდება. ეს არ არის პოლიტიკური რევოლუცია. ეს არც პრორუსული და არც ანტირუსული რევოლუციაა, ეს არც ანტიევროკავშირული და არც პროევროკავშირული რევოლუციაა. ეს დემოკრატიული რევოლუციაა. ეს არის ერის მისწრაფება, საკუთარი საქმეები თავად გადაწვიტოს, ხალხის მისწრაფება, თავისუფლად და სამართლიანად აირჩიოს საკუთარი ლიდერები და თავად გადაწყვიტოს თავისი ბედი,“- აღნიშნა ტიხანოვსკაიამ.

მან მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, პატივი სცენ ბელარუსის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„მსოფლიო ლიდერებს მოვუწოდებ, პატივი სცენ ხალხის თვითგამორკვევის ფუნდამენტურ უფლებას, მსოფლიოს ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, პატივი სცენ ბელარუსის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ბელარუსი ხალხის მოთხოვნა მარტივია : თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები! ეს არის დემონსტრანტებისა და საწარმოების გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნა. ეს არის მთელი ერის სურვილი. ჩვენი მიზანი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მშვიდობიანი გზით ჩატარებაა“- აღნიშნა ტიხანოვსკაიამ.

მისივე თქმით, ისინი ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზად არიან და მზად არიან, დიალოგი საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით აწარმოონ.

იხილეთ ვიდეო:სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა