ამირან გამყრელიძე - კორონავირუსზე დღეში საშუალოდ 4830 PCR ტესტირება ტარდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში, იანვრის ბოლოდან მოყოლებული კორონავირუსზე 350 000 PCR ტესტია ჩატარებული.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო ერთი თვე დღეში საშუალოდ 4830 PCR ტესტი ტარდება.

„მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში საკმაოდ გაფართოებულია ყოველდღიური PCR ტესტირების რიცხვი. კერძოდ, ბოლო თვის განმავლობაში, ჩვენ საშუალოდ დღეში გვაქვს 4830 PCR ტესტირება.

იყო დღეები, როდესაც დღის განმავლობაში 5000-დან 6000-მდე ტესტი იყო, მთლიანად ქვეყანაში, იანვრის ბოლოდან მოყოლებული, ჩატარებულია 350 000 PCR ტესტი.

ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სწრაფი, ანტიგენზე და ანტისხეულზე დამყარებული ტესტების გამოყენება, რომლებიც ძირითადად გამოიყენება საზღვრებზე შემოსულ მძღოლთა სწრაფი კონტროლისთვის.

იქ ხდება კომბინირებულად ანტიგენზე და ანტისხეულზე დამყარებული სწრაფი ტესტის გამოყენება, ასეთი ქვეყანაში უკვე ჩატარებულია 224 000. თუ მიიღება პასუხი საეჭვო ან დადებითი რომელიმე ანტისხეულზე, მაშინ ის პიროვნება იტესტება PCR ტექნოლოგიით.

გაფართოეული ტესტირება მიმდინარეობს რამდენიმე წერტილში, განსაკუთრებით ეს ხდება მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც ხვალ და ზეგ ძირითადად მთავრდება საკარანტინო ვადა იმ პირების, რომლებიც თვითიზოლაციაში იყვნენ, ან კარანტინში.

80-85%-ს ჩატარებული აქვს განმეორებითი ტესტირება, ყველა პასუხი უარყოფითი იყო და დატოვეს საკარანტინო სივრცეები, დარჩენილ 15-20%-ს დღეს და ხვალ ჩაუტარდება ტესტირება და იმედი გვაქვს, უარყოფითი იქნება პასუხი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო:ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია - ამირან გამყრელიძე

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა