გიგი წერეთელი - ხელისუფლებამ დღესვე უნდა გასცეს პასუხი, რას აკეთებს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები უპრობლემოდ შემოვიდნენ ქვეყანაში

არჩევნებს საკმაოდ გრძელვადიანი მონიტორინგი სჭირდება, რომელიც არჩევნების დღემდე, 2 თვეს მოიცავს. ამრიგად, ხელისუფლებამ დღესვე უნდა გასცეს ამას მკაფიო პასუხი, თუ რას აკეთებს იმისათვის, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები უპრობლემოდ შემოვიდნენ ქვეყანაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში გიგი წერეთელმა, საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

გიგი წერეთლის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები საპარლამენტო არჩევნებზე ჩამოვიდნენ, იმისათვის, რომ არჩევნებს ლეგიტიმაცია მიეცეს და ყველანაირი დარღვევა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

„საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლა ამ არჩევნებზე არის კრიტიკულად აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მოხდეს შედეგების შეფასება, ლეგიტიმაცია და მინიმუმამდე იყოს ის დარღვევები, რომლებიც წესით იარსებებს იმ ადმინისტრაციული რესურსიდან და იმ მონდომებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ, ძალიან მკაფიოდ უნდა უთხრან ამ ორგანიზაციებს, ეს იქნება ეუთო, ევროპის საბჭო თუ სხვა, ოფიციალური მოწვევის გარდა, თუ როგორი იქნება დამკვირვებლების მიღების, ჩამოსვლის, განთავსების და ა.შ. პროცედურები. ასევე, როგორ იმოქმედებს მათზე ის გარკვეული წესები, რაც აქ არის პანდემიის გამო დაწესებული და ხომ არ იქნება რაიმე სიურპრიზები, რომლებიც ხელს შეუშლის მათ ფუნქციონირებას.

ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი ის სახელმძღვანელო წესებისა, რომლითაც საერთაშორისო დამკვირვებლები აქ ჩამოსვლისას იმოქმედებენ. თუ ხელისუფლებამ დაიწყო ამით მანიპულირება, ეს იქნება ძალიან ცუდი. ერთი ის, რომ უნდა მოხდეს ამ დამკვირვებლების მობილიზება თვითონ საერთაშორისო ორგანიზაციებში და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს, ხელისუფლებამ გაგზავნა უკვე მოსაწვევი, თუმცა ეს არ არის საკმარისი. იმისათვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოგზავნონ გრძელვადიანი დამკვირვებლები, ამას სჭირდება გრძელვადიანი გეგმა და მოლაპარაკება ხელისუფლებასთან და ეს რაც შეიძლება დროულად და სწრაფად უნდა მოხდეს, იმისათვის რომ არ დარჩეს რაიმე სასპეკულაციო თემა, “ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

აღნიშნულ კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა