საბერძნეთის საგარეო მინისტრი - მზად ვართ, თურქეთთან დიალოგისთვის, მაგრამ საკუთარ სუვერენულ უფლებებს დავიცავთ

საბერძნეთი მზადაა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ენერგო რესურსებთან დაკავშირებით არსებული დაძაბულობის განმუხტვის მიზნით თურქეთთან დიალოგი გამართოს, მაგრამ ქვეყანა საკუთარ სუვერენულ უფლებებს დაიცავს, - ამის შესახებ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა გერმანელ კოლეგა ჰეიკო მაასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთი პროვოკაციებსა და საერთაშორისო კანონის დარღვევას განაგრძობს.

„მეზობელი და მოკავშირე ქვეყნების მხრიდან სიტუაციის დეესკალაციისკენ მოწოდების მიუხედავად, თურქეთი პროვოკაციებსა და საერთაშორისო კანონის დარღვევას განაგრძობს,“- აღნიშნა ნიკოს დენდიასმა.

მისივე თქმით, საკითხი არა მხოლოდ ნატოს ორ წევრ სახელმწიფოს, არამედ მთლიანად ევროკავშირს ეხება.

ცნობისათვის, დღესვე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა თურქეთსა და საბერძნეთს მათ შორის არსებული გაუგებრობის პირდაპირი დიალოგის გზით გადაჭრისკენ მოუწოდა და ქვეყნები სამხედრო დაპირისპირების რისკის შესახებ გააფრთხილა. „აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში არსებული სიტუაცია ცეცხლთან თამაშის ტოლფასია. ერთმა პატარა ნაპერწკალმაც კი, შესაძლოა, კატასტროფა გამოიწვიოს“ ,- აღნაშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

იხილეთ ვიდეო:საბერძნეთი მზადყოფნას გამოთქვამს, დაძაბულობის განმუხტვის მიზნით თურქეთთან დიალოგი გამართოს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა