მთავრობის ადმინისტრაციასთან გერმანიის მიმართულებით კიდევ ერთი სუბსიდირებული სპეცრეისის დანიშვნის მოთხოვნით, აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია გამართეს. სტუდენტები გერმანიის მიმართულებით სუბსიდირებული სპეცრეისის დანიშვნას ითხოვენ, რათა საზაფხულო პროგრამების გავლა შეძლონ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნიკა სილაგაძის თქმით, საქართველოს განვითარების გზა ევროპაზე გადის და სტუდენტები ამ გზაზე მწვანე შუქს ითხოვენ.

„ჩვენ ვითხოვთ კიდევ ერთ სუბსიდირებულ სპეცრეისს გერმანიის მიმართულებით. როგორც მოგეხსენებათ, ორი რეისი 25 ივლისს და 11 აგვისტოს უკვე შესრულდა და სტუდენტების ძალიან დიდმა ჯგუფმა ისარგებმა ამ შესაძლებლობით, თუმცა კიდევ ბევრი სტუდენტი დავრჩით, ვინც რამდენიმე კვირაა ველოდებით სპეცრეისის დანიშვნას. ჩვენ ვერ ვახერხებთ ბილეთების შეძენას, რადგან უტოპიური ფასები ადევს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო განხორციელებული სპეცრეისების ორგანიზატორებს და ვთხოვო მათ, რომ კიდევ დაინიშნოს სპეცრეისი”, - განაცხადა ნიკა სილაგაძემ.

აქციას „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე შეუერთდა. მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილების გამო 600-მდე ახალგაზრდა შემოსავლის გარეშე დარჩა.

„გახარიას და მთავრობის გადაწყვეტილებით ამოგვქოლეს. რატომ არ არის რეისები გახსნილი, კაცმა არ იცის. 500 თუ 600 ახალგაზრდა, რომელსაც საზაფხულო სამუშაო ნაშოვნი აქვს გერმანიაში, რითიც საკუთარ სწავლის ფულს გადაიხდის, გაჭედილია საქართველოში და ვერ მიფრინავს გერმანიაში. გახარია გამოკეტილია თავის შენობაში. იძახიან ხალხზე ვზრუნავთო. მაგრამ ეს არის ხალხზე ზრუნვა?! პანდემიის მხრივ გერმანია ყველაზე მწვანე ქვეყანაა და ჩვენგან ფაქტობრივად დაკეტილია. არის ერთი რეისი, სადაც ბილეთი ძალიან ძვირია. ტურიზმი დაკეტილია, კაფეები, რესტორნები და სასტუმროები გაკოტრდნენ და ამ სტუდენტებს შემოსავალი დააკარგვინეს თავისი გადაწყვეტილებებით. ესენი მართლაც დამსხვრეული ოცნებების პარტიაა, რომელსაც არ ანაღვლებს ხალხის ბედი”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აქციის მონაწილეებმა გერმანიაში სპეცრეისის დანიშვნის მოთხოვნით განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში შეიტანეს.

იხილეთ ვიდეო:გერმანიის მიმართულებით კიდევ ერთი სპეცრეისის დანიშვნის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა