დავით ზალკალიანსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთამინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას პირადად შატილის გზაზე დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაციები კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოსა და სომხეთში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების თაობაზე. მათი ინფორმაციით, საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ორი ქვეყნის დღის წესრიგში არსებულ საკითხებს და რეგიონში არსებულ მდგომარეობას.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებისთვის მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს. დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო ყოველთვის მიესალმება, დეესკალაციის მიზნით, მხარეების მიერ მშვიდობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს“,-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს