თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის ბებია - სიძე ჩემს შვილს ფულს სთხოვდა და როდესაც უარი უთხრა, დაემუქრა, რომ შვილის ხმას ვეღარ გაიგებდა - ალბათ, შემოაკვდა ცემაში

თერჯოლაში გარდაცვლილი ბავშვის ბებია მამის მხრიდან ძალადობას ადასტურებს. მისი თქმით, მისი სიძე როგორც ცოლზე, ასევე ბავშვებზე ძალადობდა.

როზა კაპანაძე არ გამორიცხავს, მამას ბავშვი ცემაში შემოაკვდა და შემდეგ ხეზე ჩამოკიდა. ბებია დამნაშავის დასჯას მოითხოვს.

„სცემდა ჩემ შვილს, ვიდრე წავიდოდა საბერძნეთში. პოლიციამ იცოდა, რაც ხდებოდა, მაგრამ წლების წინ სათანადოდ არ იმოქმედეს. მერე შვილებსაც სცემდა, გოგოები გათხოვდნენ და ეს ბიჭი დარჩა. იმ დღეს ბიძასთან იყო და ძალით წაიყვანა სახლში. ბავშვი ითხოვდა, არ გაეშვათ, რადგან ეშინოდა. ჩემს შვილს ფულს სთხოვდა და როდესაც მან უარი უთხრა, დაემუქრა, რომ შვილის ხმას ვეღარ გაიგებდა. ალბათ, შემოაკვდა ცემაში. მოვითხოვთ, უმკაცრესად დასჯას. ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ მეზობლები ამბობდნენ, რომ მათი ჩხუბი და მათი გაზავება მოგვბეზრდაო", - განაცხადა როზა კაპანაძემ.

კითხვაზე, თუ თვითონ იცოდნენ ძალადობის შესახებ, რატომ არ გამოარიდეს ბავშვი, აცხადებს, რომ მას სიძე შვილიშვილს არ აჩვენებდა, ბავშვი კი არ მიდიოდა, რადგან არ სურდა მამას ბებიასთან ეჩხუბა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოზარდი გარდაცვლილი 23 აგვისტოს იპოვეს. დაკავებულია გარდაცვლილის მამა.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

იხილეთ ვიდეო:მეუღლეს შვილის მკვლელობით დაემუქრა, ალბათ, ცემაში შემოაკვდა - თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის ბებია

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს