თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, მისი შვილის მეგობარს, დეა კაპანაძეს გარკვეული სახის ინფორმაცია აქვს და მალავს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, მისი შვილის მეგობარს, დეა კაპანაძეს გარკვეული სახის ინფორმაცია აქვს და მალავს. ამის შესახებ თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის პროკურატურაში შესვლამდე განუცხადა.

„დღეს აქ იმის გამო ვარ, რომ დეა იკითხება. მან დედა და ძმა მომიგზავნა და თვითონ არ მოვიდა. ესე იგი შეეშინდა, რაღაცას მალავს, რაღაც იცის და ამიტომ. დედამისმა მითხრა შენთან შესახვედრად უნდა მოვამზადოო. როცა თამუნასთან ერთად მოდიოდა, მაშინ რატომ არ სჭირდებოდა მომზადება?!“, - აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

მისივე თქმით, ადრე თუ გვიან გაიგებენ, რას მალავს დეა კაპანაძე.

ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა კი განაცხადა, რომ სურს გაიგოს, როგორ მიმდინარეობს ყველა იმ ადამიანის დაკითხვა, რომელიც მისი მხრიდან იყო მოთხოვნილი.

ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი იმყოფებიან.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა