ბრაზილიაში კორონავირუსის 47 134 ახალი შეთხვევა დადასტურდა და 1 271 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიაში კორონავირუსის 47 134 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 669 995-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 1 271 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 116 580-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსი ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს ვაჟს, ფლავიო ბოლსონარუსაც, დაუდასტურდა, რომელიც სენატორია. გავრცელებული ინფორმაციით, მას ვირუსის სიმპტომები არ აქვს და მოვალეობის შესრულებას დისტანციურად განაგრძობს.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობთ, ბრაზილია მეორე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო