GWP გორგასლის ქუჩაზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

დღეს, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” კრწანისის რაიონში, გორგასლის ქუჩაზე, მაგისტრალურ ქსელზე ახალ, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, აღნიშნული სამუშაოების შედეგად შესაძლებელი იქნება წყლის ნაკადების ეფექტური მართვა, რაც კრწანისისა და ისნის რაიონებში ქსელზე ტექნიკური სამუშაოების ჩატარების დროს წყალმომარაგების შეზღუდვის არეალებს მნიშვნელოვნად შემცირებს და ნაკლებ დისკომფორტს შეუქმნის მოსახლეობას.

მათივე ინფორმაციით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამუშაოებს, 26 აგვისტოს 23:00 საათზე დაიწყებს და 27 აგვისტოს 23:00 საათზე დაასრულებს.

აღნიშნულ პერიოდში წყალმომარაგება შეეზღუდება კრწანისის რაიონში, გორგასლისა და ორთაჭალის ქუჩების ნაწილს, კრწანისისა და მიმდებარე ქუჩებს. მარჯვენა სანაპიროს ქუჩა N2-ს და N3-ს, ერეკლე მეორეს მოედანს, ლესელიძის, კოტე აფხაზის, შარდენის და მიმდებარე ქუჩებს.

ისნის რაიონში წყალმომარაგება შეეზღუდება ბერი გაბრიელ სალოსის, წულაძის, ზარბრუკერის, ნადირაშვილის, დირსის დასახლების და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა