საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის პროცესში, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს კომპანიის ხელმძღვანელი.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომლის კომპანიასაც არ გააჩნდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დაწესებული, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისათვის სავალდებულო შესაბამისი სამუშაოების განხორციელების გამოცდილება, გააყალბა აღნიშნული გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები, სამუშაოების შესრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც შემდგომ წარუდგინა სატენდერო კომისიას.

აღნიშნული კატეგორიის დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა