140 დევნილ ოჯახს წყალტუბოში ბინა გადაეცემა

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 140 ოჯახს წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი გადაეცემა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან აცნობეს.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ბინები განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა.

„კომისიის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელ ფართებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად საჭიროებენ განსახლებას. აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდებზე უკვე გამოქვეყნდა. წყალტუბოში, დევნილებისთვის კიდევ 6 კორპუსი შენდება, სადაც ბინას დამატებით, 420 ოჯახს გადავცემთ”, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

მათივე ინფორმაციით, სააგენტოს დირექტორი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება ქუთაისში, (ი. აბაშიძის გამზ. N27) სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოში, დღეს გაიმართება.

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ეკა ლეკაშვილი - ხელისუფლებამაც და საზოგადოების ნაწილმა ისწავლა კოვიდ ინფექციასთან თანაცხოვრება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
თბილისს უახლოეს ხანში ძველი თბილისის შთაგონებით შექმნილი გასტრონომიული დუქანი "რიგი" შეემატება
„ევრონიუს ჯორჯია“ ქართულენოვანი მაუწყებლობის დაწყებას აღნიშნავს
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TEDQUAL სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალი კავკასიის უნივერსიტეტში
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ხელოვნური ინტელექტი ევრაზიაში – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პანელი თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმზე
BTU-ს „ინიციატივა 5.0” და უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელიც საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად
Samsung The Sero - ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს იმისთვის, რომ შენს სმარტფონს მოერგოს