დავით ჭიჭინაძე - „ოცნებამ“ თავისი წევრების დიდ ნაწილს სატყუარა გადაუგდო, ოქრიაშვილების „პატრონობით“ კი, როგორც ჩანს, დაიღალა

„ოცნებამ“ თავისი წევრების დიდ ნაწილს სატყუარა გადაუგდო, ოქრიაშვილების „პატრონობით“ კი, როგორც ჩანს, დაიღალა,“ - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი სიის გამოცხადებას შეგნებულად აჭიანურებს.

„ქართული ოცნების" მმართველი გუნდი მაქსიმალურად შეეცდება ბოლომდე გაწელოს პროპორციული სიის გამოცხადება, ხალხი ოპოზიციაში რომ არ გაექცეთ. ანუ სახეზეა სატყუარას გათამაშება - არც სიაში ჩაწერენ და სხვაგანც ვეღარ მოხვდებიან. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, სიის მიღმა დარჩენილების ნაწილს მაღალი თანამდებობები შესთავაზონ.

ღიად ბევრი მაინც ვერ დაუპირისპირდება „ოცნებას", მაგრამ ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, პოლიტიკოსები განსაკუთრებით, საერთოდ პოლიტიკას უნდა ჩამოშორდნენ იმიტომ, რომ ხალხის ინტერესების დაცვას როცა ამჯობინებ საკუთარი ინტერესებს, შენი საქმე პარლამენტში და ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში აღარ უნდა იყოს,“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

„ოქრიაშვილის მსგავსი მაგალითებიც არსებობს - წავიდა, პარტია შექმნა და მერე ისევ „ნაცმოძრაობას" ჩაბარდა. სავარაუდოდ „ ოცნება" დაიღალა მათთან პატრონობით ან თავად აღარ მოსწონთ იმათი პატრონობა და ახლა სხვა მიმართულებით მიდიან. ასეთი ადამიანები ყოველთვის „პატრონს“ ეძებენ და იმიტომ. მოკლედ, არჩევნების მერე უფრო გამოჩნდება ყველაფერი, ჩვენთან კი ყველა იმ ადამიანისთვის ღიაა კარი, ვინც ხალხის ინტერესებს დაიცავს“ , - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო