ნავთობისა და გაზის კორპორაცია კიდევ ერთი თბოსადგურის ასაშენებლად ემზადება

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია კიდევ ერთი, რიგით მესამე, გაზის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური „გარდაბანი 3“-ის ასაშენებლად, საერთაშორისო ფასთა გამოკითხვას აცხადებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან აცნობეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 272 მგვტ სიმძლავრის ბუნებრივ გაზზე მომუშავე მესამე კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება 2019 წელს იქნა მიღებული და მისი ექსპლუატაციაში შესვლა 2023 წლისთვის იგეგმება.

ახალი თბოელექტროსადგური კორპორაციის კუთვნილ მიწაზე, უკვე არსებული თბოსადგურების „გარდაბანი 1“ და “გარდაბანი 2“ მიმდებარედ აშენდება. კონტრაქტორი კომპანია ვალდებულია მშენებლობის პროცესისთვის საჭირო პერსონალის მინიმუმ 50% საქართველოს მოქალაქეებით დააკომპლექტოს.

„ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც უფრო საიმედოს გახდის ენერგოსისტემის ფუნქციონირებას: მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და შეამცირებს იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულებას,“- აცხადებენ ნავთობისა და გაზის კორპორაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო