არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით კრიმინალურ პოლიციაში განცხადება შეიტანეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეში განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება შეიტანეს.

ადვოკატების განცხადებით, ცალხასად დადასტურდა, რომ იაკობ ბრეგვაძის მიერ ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც მართლმსაჯულების აღსრულებაში ხელის შეშლის მიზნით, დაზარალებულის მიერ არასწორი ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.

,,ველოდებოდით მოწმეების მიწოდებულ ინფორმაციას. გუშინ იყო დასკვნითი ეტაპი, როდესაც მოწმეებმა დაიწყეს საზოგადოებაში გამოვლინება და დადასტურება იმისა, რომ ისინი აძლევენ ცრუ ჩვენებებს გამოკითხვის ოქმებში. ცალხასად დადასტურდა, რომ იაკობ ბრეგვაძის მიერ ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ, მართლმსაჯულების აღრულებაში ხელის შეშლის მიზნით, დაზარალებულის მიერ არასწორი ინფორმაციის მიწოდება. ეს დადასტურდა არაერთხელ.

ბრეგვაძემ მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს „ტოიოტა ქამრის“ ავტომობილით მოვიდა სამი პირი და იძალადა 2 პირზე. ეს ინფორმაცია საგამოძიებო ექსპერიმენტისას ფაქტობრივად უარყო, შესაბამისად, თავადვე დაადასტურა არასწორად მიცემული ინფორმაცია. არასწორი იყო ისიც, თითქოს მან დაინახა და იდენტიფიკაცია შეძლო ხიდზე არსებული პირებისა, საგამოძიებო ექსპერიმენტისგან მიწოდებული ინფორმაცია საჯაროდ უარყო და 3 პირის ნაცვლად უკვე 5 პირზე საუბრობს. ფაქტობრივად, ბრეგვაძე სრულიად სხვაგვარად წარმოაჩენს გარემოებებს. ეს არის მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა და თუ არსებობს კანონი და კანონის წინაშე ყველა თანასწორია, შესაბამისად პასუხი უნდა აგოს,” - აღნიშნა ვასილ მამულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.

აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

იხილეთ ვიდეო: არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით კრიმინალურ პოლიციაში განცხადება შეიტანეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო