ალექსანდრე ხოჯევანიშვილი - ყველა სკოლას შემოწმება გავლილი აქვს და გახსნისთვის აუცილებელ სტანდარტებს აკმაყოფილებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ყველა სკოლას შემოწმება გავლილი აქვს და გახსნისთვის აუცილებელ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

როგორც ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებითაც და გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი.

„მიღებულია გადაწყვეტილება ბაღების გახსნასთან დაკავშირებით. როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, ეტაპობრივი მიდგომა მობილობის შესამცირებლად არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. შესაბამისად, 15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, ორი კვირის ინტერვალით, 1-ელი ოქტომბრიდან გაიხსნება საბავშვო აღები. ჩვენ ასევე, ინტენსიურად ვმუშაობთ უმაღლეს სასწავლებელებთან, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას ეტაპობრივად მოგაწოდებთ.

მივიღეთ ასევე გადაწყვეტილება კინოთეატრებისა და თეატრების გახსნასთან დაკავშირებით. კინოთეატრები გაიხსნება 15 სექტემბრიდან და ორი კვირის ინტერვალით, 1-ელი ოქტომბრიდან გაიხსნება თეატრები“,- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სკოლები რესურსცენტრების მიერ შემოწმდა, უახლოეს პერიოდში კი შემოწმებას შრომის ინსპექციის მიერაც გაივლის. ასევე შემოწმდება საბავშვო ბაღებიც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა