ირმა ნადირაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისს ეწვია და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავის და გარდაბნის ოლქში, ირმა ნადირაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისს ეწვია და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, სოფელში უმძიმესი ინფრასტრუქტურული პრობლემებია, მათ შორის, არის გზისა და წყლის პრობლემა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, სოფლები არის მიტოვებული, ხოლო ამ ყველაფრის შეცვლა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება.

„მოსახლებას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა. ეს არის წყლის პრობლემა, გზების პრობლემა. ადამიანი როდესაც ავად ხდება, ისიც კი არ არის შესაძლებელი, რომ სასწრაფო დროულად მოვიდეს და ადამიანებს დროულად აღმოუჩინოს დახმარება. ძალიან ბევრია ისეთი პრობლემა, როდესაც დაუკანონებელი, გაუფორმებელი სახლებია და ეს პრობლემაც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ უბრალოდ მიტოვებული აქვს ეს დასახლება და წლების განმავლობაში არაფერი გაკეთებულა ამ პრობლემების მოსაგვარებლად, პრობლემები მხოლოდ იზრდება. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი უნდა გადავიდეს ოპოზიციაში, იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა და ათასობით ასეთმა ადამიანმა სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში, შეძლოს უკეთესად ცხოვრება,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ირმა ნადირაშვილის კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა