ამირან გამყრელიძე - შესაძლებელია, რომ გვიან შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგანოებმა რამდენიმე ვაქცინა დაამტკიცონ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლებელია, რომ გვიან შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგანოებმა რამდენიმე ვაქცინა დაამტკიცონ.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით გარკვეული პროცედურებია გასავლელი და ეს დავალებები პრემიერმა ყველა უწყებას დღეს მისცა.

"პირბადეზე უკეთესი დაცვის საშუალება ჯერჯერობით არ არის. როგორც დახურულ შენობებში, ასევე ღია სივრცეში თუ ბევრი ადამიანი ერთად იკრიბება და არ არის დისტანციის დაცვის საშუალება. ეს სერიოზულად ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს. მოგეხსენებათ, რომ კოვიდის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნა ფინალურ ეტაპზეა. რამდენიმე ვაქცინა დღეს კლინიკურ კვლევას გადის. 9-დან სამი უკვე მესამე ფაზის კვლევებშია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: შესაძლებელია, რომ გვიან შემოდგომაზე რამდენიმე ვაქცინა დაამტკიცონ - ამირან გამყრელიძე

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა