კახა კალაძის განცხადებით, ბაღის აღსაზრდელები კუთვნილ საკვებ რაციონს 15 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდეც მიიღებენ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბაღის აღსაზრდელები კუთვნილ საკვებ რაციონს 15 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდეც მიიღებენ.

ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს ილია ელოშვილს, რომ 15 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე გააკეთოთ საკვებით უზრუნველყოფა, როგორც ეს პანდემიის პირობებეში გვქონდა გაკეთებული, რომ ბაღის აღსაზრდელებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავისი რაციონი, რაც უნდა მიეღოთ ამ ორი კვირის განმავლობაში, მიიღონ. მაქსიმალურად უზრუნველყავით, მოაწესრიგეთ, გქონდეთ კომუნიკაცია მშობლებთან. როგორც წინა შემთხვევაში იყო, გქონდეთ ჩალაგებული პარკებში, რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ ახლში წაიღონ და საკვები დაუმზადონ ბავშვებს“,- განაცხადა კალაძემ.

ამას გარდა, თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე მოადგილეებსა და სხვადასხვა განყოფილებების უფროსებს დაავალა, რომ თანამშრომლებმა, რომლებიც დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ, საქმიანობა კვლავ ასე განაგრძონ.

„ასევე მინდა დავავალო მოადგილეებს, სამსახურის უფროსებს, გამგებლებს, ყველას -მთავრობის წევრებს, რომ ჩვენი თანამშრომლები, ვინც დღეს დისტანციურად მუშაობენ, თუ აუცილებლობა არ არის, რომ ეს თანამშრომლები გვყავდეს სამსახურში, შევინარჩუნოთ ასე. დისტანციურად იმუშავონ ისე, რომ საქმე არ გაგიფუჭდეთ“,- განაცხადა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს