შრომის ინსპექცია საბავშვო ბაღებისა და სკოლების შემოწმებას იწყებს

შრომის ინსპექცია საბავშვო ბაღების და სკოლების შემოწმებას იწყებს. როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ბაღებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ხვალ გახდება ცნობილი.

"ბაღების ფუნქციონირება აღდგება პირველი ოქტომბრიდან. ჩვენ ბიზნესომბუდსმენთან ერთად დღეს გვაქვს დასკვნითი შეხვედრა, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე დაინტერესებულ პირებთან და შევჯერდებით საბოლოო პროტოკოლზე. დღეს სრულად მოგახდენთ შეჯერებას და ხვალ იქნება უკვე საბოლოო რეკომენდაციები.

სკოლების ნაწილში შემოწმება განხორციელდა რესურს-ცენტრების მხრიდან, რომელმაც მოამზადა შემოწმების შემდეგ დადებითი შეფასება. ახლა უკვე შრომის ინსპექცია იწყებს სრულად შემოწმებას, როგორც ბაღების, ასევე სკოლების და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადებითი დასკვნის საფუძველზე მოხდება მათი ფუნქციონირების განახლება,"- განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისივე თქმით, რიგი რეკომენდაციები ბაღებში აკრძალვებთან დაკავშირებით უკვე შემუშავებულია. კერძოდ, იკრძალება მშობლის შენობაში შესვლა, დადგენილია ჭურჭლის და სათამაშოების რეცხვის პროტოკოლი.

"რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომელიც უნდა დაწესდეს ბაღებში, პირველ რიგში იკრძალება მშობლების შესვლა უშუალოდ ბაღის შენობაში და ამ შემთხვევაში ბაღის ადმინისტრაციის თანამშრომლის მხრიდან უნდა მოხდეს ბავშვის მიღება და შემდგომი პროცედურების განხორციელება. გამოყოფილი უნდა იყოს საიზოლაციო ოთახი იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში რომელიმე ბავშვს, ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუფიქსირდება ტემპერატურა. გაწერილი იქნება ეს პროცედურა დეტალურად. ბაღის დაწყებამდე დეტალურად მოხდება შრომის ინსპექციის მხრიდან შესწავლა სხვადასხვა საზედამხედველო უწყებებთან ერთად, დამატებით ბაღის პერსონალს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედოს პატარებთან ურთიერთობისას. წესდება ასევე შეზღუდვები ბავშვის გამოყვანის დროს, რადგან მშობელი ვერ მოახდენს შენობაში შესვლას, მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა განახორციელოს ბაღის შესაბამის წარმომადგენელთან და ითხოვოს ბავშვის გაყვანა და ეს მოხდეს შესასვლელიდან. ასევე დაწესებულია რეკომენდაციები ჭურჭლის რეცხვაზე, უნდა მოხდეს გრაფიკის შედგენა, რომ ბავშვების რაოდენობა დაბალანსებული იყოს თითოეულ ჯგუფში. იკრძალება ისეთი სათამაშოს გამოყენება, რომლის დეზინფექცია არის რთულად განსახორციელებელი, სათამაშოების რეცხვა უნდა განხორციელდეს 37 გრადუსზე და გაშრობაც როგორ უნდა განხორციელდეს, დეტალურად იქნება გაწერილი,"- განაცხადა ფერაძემ.

კითხვაზე, თუ როგორ მოგვარდება სკოლებსა და ბაღებში, კლასებსა და ჯგუფებში ბავშვების გადატვირთულობის პრობლემა და ხომ არ მოხდება ჯგუფებად დაყოფა, ფერაძემ განაცხადა: "ასეთი გეგმა უნდა იქნას შემუშავებული ადმინისტრაციის მხრიდან, იქნება ეს სკოლა თუ ბაღი, თუ რომელი ბავშვი რომელ ჯგუფში უნდა იქნას განთავსებული, იმ შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომელიც ადმინისტრაციას გააჩნია“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა