ნათია თურნავა - USAID-ის მხარდაჭერა გაიზრდება ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობის, ელექტრონული კომერციის და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს პიტერ ვიბლერს შეხვდა, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიმდინარეობასა და სამომავლო სიახლეებზე. მათ შორის, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის ისეთი სექტორებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფაზე, როგორიცაა მსუბუქი მრეწველობა, ტურიზმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები და სხვ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს როგორც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების - ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებმა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა მინისტრს გააცნო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და სამინისტროს სისტემაში შემავალ სააგენტოებს შორის თანამშრომლობის პროგრესის შესახებ პროდუქტების განვითარების, მარკეტინგის, სტრატეგიისა და ახალ კორონავირუსთან (COVID-19) ბრძოლისას მხარდაჭერის მიმართულებით.

აღინიშნა, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ძალისხმევა მიმართულია ეკონიმიკური ზრდისა და განვითარებისთვის ისეთ ღირებულებათა ჯაჭვებსა და სექტორებში, როგორიცაა მსუბუქი მრეწველობა, ტურიზმი, კრეატიული ინდუსტრია, გაზიარებული ინტელექტუალური სერვისები და მყარი ნარჩენების მართვა.

ითქვა, რომ პროგრამა მუშაობს სახელმწიფო სააგენტოებთან ინვესტიციების მოზიდვის, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნისა და გაყიდვების გაზრდის მიმართულებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა რომ აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, გააფართოვოს თავისი დახმარება, თანადგომა და დაფინანსება იმ პროგრამების განხორციელების მიმართულებით, რომელთაც სააგენტო ეკონომიკის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებთან ერთად ახორციელებს.

მინისტრის განცხადებით, პირველ რიგში, ესაა ტურიზმი და მისი მხარდაჭერა რთულ პოსტპანდემიურ ვითარებაში, ასევე საინვესტიციო პოლიტიკის მხარდაჭერა განსაკუთრებით ისეთ დარგებში, სადაც მაღალი ღირებულება იქმნება. მათ შორის საუბარია მხარდაჭერაზე ტრენინგების, გადამზადების, ინვესტორების მოზიდვის თვალსაზრისით. კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სახელმწიფო ქონების პრივატიზება, რომლის ფარგლებში ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა სახელმწიფოს პოტენციური ინვესტორების მოზიდვაში მხარდაჭერას აღმოუჩენს.

„ასევე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაეწევა ელექტრონულ კომერციას და სხვა მაღალტექნოლოგიურ დარგებს. დიგიტალიზაციის ხარისხის ზრდა სწორედ ის ტენდენციაა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოსტპანდემიურ პერიოდში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, რომელიც კიდევ უფრო გაფართოვდა, რეალურად ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას.

„მთავარი მიზეზი, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პროგრამის გაგრძელება, შემდეგია: ის ხელს უწყობს ეკონომიკის აღდგენას კორონავირუსის შემდეგ და მოიცავს ისეთ პროგრამებს, რომლებიც მანამდე არ შედიოდა ამ პროგრამის ფარგლებში. საუბარია მსუბუქი მრეწველობაზე, ელექტრონული კომერციაზე, ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე და სხვა“, - განაცხადა USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა