არჩილ თალაკვაძე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების აფხაზეთში ჩასვლაზე - პარტიების ქმედებებზე კითხვები უნდა დაუსვათ მათ, ეს არის მათი გადაწყვეტილებები

ჩვენ ვართ სახელისუფლებო პარტია, რომელმაც საზოგადოების მხარდაჭერით, ამ წლების განმავლობაში, ქვეყნის სხვა ხელისუფლებებთან შედარებით, ყველაზე უკეთ მოახერხა უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის დაცვა ქვეყანაში, შესაბამისად ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების გზით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, იცოდა თუ არა მმართველმა პარტიამ რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ვიზიტით იმყოფებოდა და რა პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით.

თალაკვაძის განმარტებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის და ამაში საქართველოს მხარს საერთაშორისო პარტნიორები უჭერენ.

„ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარებით ჩვენ შევძლებთ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება, მშვიდობა, სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. რაც შეეხება სხვა პოლიტიკური პარტიების ქმედებებს, ეს კითხვები უნდა დაუსვათ მათ, ეს არის მათი გადაწყვეტილებები. ამავე დროს, ჩვენ განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენს დევნილებზე, რომლებიც ელოდებიან სახლებში დაბრუნებას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, ვიდრე ჩვენი დევნილები არ დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში, მათ ჰქონდეთ ღირსეული პირობები უზრუნველყოფილი,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს