"ევროპული საქართველოსთვის“ პლაკატების გაკვრის გამო გამოწერილ ჯარიმებთან დაკავშირებით მერიაში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის მერიაში "ევროპული საქართველოსთვის“ პლაკატების გაკვრის გამო გამოწერილ ჯარიმებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც საჩივრის განხილვის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის მერიამ „ევროპული საქართველოს“ აქტივისტები, პოლიტიკოსები საარჩევნო პერიოდში საარჩევნო პლაკატების გაკვრისთვის კანონმდებლობის უხეში, არასწორი განმარტებითა და ინტერპრეტაციით დააჯარიმა, რაც კანონის უხეში დარღვევაა.

მისივე განმარტებით, თუ მერია მათ საჩივარს არ დააკმაყოფილებს, მას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„თუ შევხედავთ თბილისს, ვნახავთ, რამდენი სხვადასხა შინაარსის საინფორმაციო პლაკატია გაკრული და მერე ვნახავთ, რომ მერიას, ფაქტობრივად, არცერთი მათგანი არ ჰყავს დაჯარიმებული. მივხვდებით, რომ ეს იყო „ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკური დასჯის ღონისძიება.თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ ჩვენი აქტივისტების შეჩერებას ცდილობდა, საპატრულო პოლიცია კრიმინალური პოლიცია და ეს ადამიანები ცდებოდნენ საარჩევნო პლაკატის და პოლიტიკური მიზნებით პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან ბრძოლისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან სავალალო მდგომარეობაში დავინახავთ ხელისუფლებას. იმის ნაცვლად, რომ ეს ადამიანები დაკავდნენ იმ უმძიმესი კრიმინოგენული ვითარებით, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, პოლიტიკურ ოპონენტებს პოლიტიკური პარტიის დაკვეთით დასდევდნენ და ახალგაზრდებს აჯარიმებდნენ. ეს არის უკანონო ჯარიმა, რომელიც დღეს მერიაში განიხილება", - განაცხადა აბესაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა