შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა სამივე არასრულწლოვანმა შიმშილობა შეწყვიტა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების ზ.ხ.-ს, ლ.შ.-ს და ა.ქ.-ს უფლებადამცველების ინფორმაციით, სამივე არასრულწოვანმა შიმშილობა შეწყვიტა.

,,ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა შიმშილობა შეწყვიტა, რადგანაც ბრალდების მხარესთან წარვადგინეთ შუამდგომლობა, რომ არასრულწლოვანს ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის უფლება ჰქონდეს. ეს იყო მთავარი მიზეზი შიმშილობის გამოცხადების და იმედი გვაქვს, რომ ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილებული იქნება პროკურორის მიერ”, - აღნიშნა ლ.შ.-ს ადვოკატმა ზაქრო გვიშიანმა.

შიმშილობის შეწყვეტის შესახებ ასევე განაცხადა არასრულწოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა. მისი ინფორმაციით, არასრულოვანმა შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა მისი მოთხოვნები კვლავ უცვლელი რჩება.

,,შიმშილობას არ აგრძელებს, ცუდად რომ გახდა იმავე დღეს შეწყვიტა შიმშილობა. მოთხოვნები რაც ჰქონდა, არავინ არ გაითვალისწინა და არ დაუკმაყოფილა. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვეღარ გააგრძელა შიმშილობა, მოთხოვნები ჩვენ კიდევ გვაქვს, თუმცა აღარ შიმშილობს“, - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა