არჩილ თალაკვაძე - "ოცნების" ხელისუფლების პირობებში ისეთი დემოკრატიული რეფორმები გატარდა, რომ ყველა ერთის წინააღმდეგ გაერთიანების საფუძველი აღარ არსებობს

ჩვენ ისეთი პოლიტიკური გარემო გვაქვს, სადაც იმ ტიპის ანომალია, როცა არჩევნებში არა პარტიებს შორის კონკურენცია, არამედ ყველა ერთის წინააღმდეგ გაერთიანება ხდებოდა, დღეს აღარაა რელევანტური , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ ოპოზიციის ნაწილი მუდმივად ცდილობს დააბრუნოს ქვეყანა ძველ დროში და დააბრუნოს პოლიტიკური სისტემა წარსულში, როცა ყოველთვის, არჩევნებში, პოლიტიკური პარტიები ცდილობდენ ყველა ერთის წინააღმდეგ გამოსულიყო. როგორც თალაკვაძე ამბობს, როცა ბარიერი არის ერთი პროცენტი,ასეთი ტიპის ხელოვნური გაერთიანების საფუძველი ამ პოლიტიკურ სისტემაში არ არსებობს.

"ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში გატარდა ისეთი დემოკატიული რეფორმები, რომ ყველა ერთის წინააღმდეგ გაერთიანების საფუძველი ქვეყანაში აღარ არსებობს. დღეს ქვეყანაში არის ბევრად უფრო ნორმალური პოლიტიკური სიტუაცია და ჩვენ ვატარებთ უპრეცედენტოდ დემოკრატიულ არჩევნებს, სადაც ყველა პოლიტიკური პარტია ერთმანეთთანაა კონკურენციაში პროგრამებით, ლიდერებით და თავისი პასუხისმგებლობით. ის, რასაც თქვენ ადევნებთ თვალს, რომ პოლიტიკური პარტიები, მათ შორის ოპოზიციური პარტიებიც, ერთმანეთთან არიან კონკურენციაში. ეს მიუთითებს, რომ დღეს ქვეყანას უფრო განვითარებული დემოკრატია აქვს და უფრო თავისუფალი პოლიტიკური გარემო. მესმის, რომ ძველი ოპოზიციის ნაწილი ხელოვნური გაერთიანების შექმნას ცდილობს. მათ შესაძლოა რამდენიმე პარტიაც უჭერს ამაში მხარს. თუმცა, საერთო ჯამში, დღეს არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მაქსიმალურად არ გამოიყენონ ის თავისუფალი სივრცე, რომელიც ამ რეფორმების შედეგად აქვთ მიცემული. ეს არის სამართლაინი დაფინანსების სისტემა, პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი პოლიტიკური გარემო და ეს არის რეალური არჩევნები, სადაც არსებითად პროპორციული სისტემით ყველა პოლიტიკურ პარტიას დამოუკიდებლად თუ ბლოკით აქვს პარლამენტში შესვლის საშუალება. რეალურ პარტიებს აქვთ საშუალება, რომ აჩვენონ მათი რეალური მხარდაჭერა და შევიდნენ პარლამენტში, პარლამენტში თუ ვინმე გადაწყვეტს გაერთიანებას, რა თქმა უნდა, მათ ამის საშუალება ექნებათ", - განაცხადა თალაკვაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა