მამუკა მდინარაძე - როცა „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს ამ არჩევნებს, სასურველია, ოპოზიციის ისეთი სპექტრი ვნახოთ, რომელიც საქმეზე ილაპარაკებს

„სასურველია, 2020 წლის შემდეგ როცა „ქართული ოცნება“ ძალიან დამაჯერებლად მოიგებს ამ არჩევნებს, ოპოზიციის ისეთი სპექტრი ვნახოთ, რომელიც რეალურად საქმეზე ილაპარაკებს და არა მხოლოდ დესტრუქციაზე იქნება ორიენტირებული“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ოპოზიცია სუსტია და ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის.

„არანაირ ერთიანობასთან საქმე არ გვაქვს, ოპოზიცია არის დღეს ჩემი აზრით, ყველაზე სუსტი და ეს შეიძლება გასახარიც არ იყოს, ძლიერი ოპოზიცია ქვეყანას აძლიერებს და სასურველია, 2020 წლის შემდეგ როცა „ქართული ოცნება“ ძალიან დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს, ოპოზიციის ისეთი სპექტრი ვნახოთ, რომელიც რეალურად საქმეზე ილაპარაკებს და არა მხოლოდ დესტრუქციაზე იქნება ორიენტირებული. დღეს ოპოზიციის მხრიდან მათ ვორდინგში ვერ ვხედავთ მომავალზე საუბარს, ვერ ვისმენთ რა გეგმები აქვთ მომავალში, ძირითადად გადასულები არიან პოლემიკაზე, რომელსაც არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია, საფირმო ნიშანი გახდა დესტრუქცია და ტყუილი და კიდევ კარგი, რომ ხალხი აფასებს ამას ძალიან ობიექტურად. ხალხმა დაინახა, რომ სიმართლესა და ტყუილს შორის, სიმართლე ერთ მხარეს არის და არის ჩვენს მხარეს, სახელისუფლებო გუნდის მხარეს,“- განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა