ირაკლი აბესაძე - შეუძლებელია, ბავშვურად იმართლებდე თავს, რომ განუსაზღვრელი ოდენობის ნალექი მოვიდა და გზა ჩავარდა - ეს არის მფლანგველობა, ბიუჯეტის ფულის მოპარვა

თბილისის მერია არ ღალატობს უკვე დამკვიდრებულ ჩვეულებას და ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონს კორუფციულად ხარჯავს, - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე, ახლარეაბილიტირებული ასფალტის საფარის ჩანგრევას. მისი თქმით, ჩავარდნილი ასფალტის მოწესრიგებას კიდევ რამდენიმე ასეულობით ათასი ლარი დასჭირდება, შედეგად კი ქვეყანაში მილიონობით ლარი კორუფციულად იფლანგება.

„შეუძლებელია დახარჯო 13 მილიონი ლარი, გზის კაპიტალური რეკონსტრუქცია მოახდინო და პირველივე წვიმის შემდეგ გზის საფარი მთლიანად ჩავარდეს, პროფესიულ დონეზე არ გქონდეს დაგმილი და განხორციელებული სანიაღვრე ქსელების მოწყობა, შემდგომ კი ბავშვურად იმართლებდე თავს, რომ განუსაზღვრელი ოდენობის ნალექი მოვიდა. კარგად ვიცით, რომ სხვა, ძველი გაკეთებული გზები არ ჩავარდნილა. სწორედ იქ ჩავარდა, სადაც მერიამ რეკონსტრუქცია ახლახანს დაამთავრა. ეს არის მათი მხრიდან მფლანგველობა, ბიუჯეტის ფულის მოპარვა და არაპროფესიონალიზმი", განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ გლდანში, ახალრეაბილიტირებული ხიზანიშვილის ქუჩის საავტომობილო ნაწილზე ასფალტის საფარი ჩაინგრა. აღნიშნულის გამო, ხიზანიშვილის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა