მაია ცქიტიშვილი - ანტიკორუფციული პრაქტიკა, რაც წლების განმავლობაში ინერგება, შედეგიანია

10 ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყანას შორის დასახელება მნიშვნელოვანი შედეგია, როგორც რეგიონის, ისე მსოფლიოს მასშტაბით, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანტიკორუფციული პრაქტიკა, რაც წლების განმავლობაში ინერგება, შედეგიანია.

„დინამიკაში, ქრთამის შეთავაზებისა და ქრთამის აღებაზე უარის თქმის მაჩვენებლები, 2012 წლიდან, შესაბამისად 8-ჯერ და 15-ჯერაა გაუმჯობესებული.

ეს აჩვენებს, რომ მოქალაქეებმა იციან მათთვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტა საჯარო მოხელეების მოვალეობაა და საჭირო არაა ქრთამის შეთავაზება.

ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ ეს კვლევა ჩატარდა ბიზნეს სუბიექტებს შორის, ვისაც ხშირად უწევს სახელმწიფოსთან ურთიერთობა იმ ჭრილში, სადაც თეორიულად შესაძლოა იყოს კორუფციის რისკი.

ეს მაჩვენებლები მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფო ბიუროკრატია გამართულად მუშაობს და ანტიკორუფციული პრაქტიკები, რასაც წლების განმავლობაში ვნერგავთ, არის შედეგიანი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს, ზოგადად, ეკონომიკურ აქტივობებსა და საინვესტიციო გარემოზე, რაც უკვე სხვა შეფასებებსა და რეიტინგებში ასევე დადებითად აისახება,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

კვლევის თანახმად, ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირითა და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიოს 144 ქვეყანას შორის საქართველო საუკეთესო ათეულში მოხვდა. საწარმოთა კვლევა 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და მისი მიზანი ბიზნესგარემოს შეფასებაა.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო