მოძრაობა “შეცვალე” პარლამენტთან ბელარუსის მოსახლეობის მხარდასაჭერ აქციას მართავს

მოძრაობა “შეცვალე” საქართველოში მცხოვრებ ბელარუს ხალხთან ერთად პარლამენტის შენობასთან ბელარუსის მოსახლეობის მხარდასაჭერ აქციას მართავს.

აქციის მონაწილეებს ტრანსფარენტები უჭირავთ წარწერით: “საქართველო, დაგვეხმარე დიქტატორის წართმეული არჩევნების დაბრუნებაში”; “ლუკაშენკო არის მკვლელი”. აქტივისტები სკანდირებენ სიტყვებს - “გაუმარჯოს ბელარუსს”.

მათ პარლამენტის შენობასთან მინიატურული თბილისის ანძა მიიტანეს, რომელიც სიმბოლურად ბელარუსის ძველი დროშის ფერებშია შეღებილი.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათ წერილით მიმართეს დედაქალაქის მერს თბილისის ანძის ბელარუსის დროში ფერებში განათების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ.

“ჩვენ ახალგაზრდები შევიკრიბეთ პარლამენტის შენობასთან საქართველოში მცხოვრებ ბელარუს ხალხთან ერთად და სოლიდარობას ვუცხადებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ბელარუსში დღეს იბრძვიან თავისუფლებისთვის. ქართველები და ბელარუსები დღეს ერთი გასაჭირის წინაშე დგანან. ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გავთავისუფლდეთ ამ რუსული, საბჭოთა მარწუხებიდან. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ, რუსული დიქტატურა პოსტსაბჭოთა სივრცეში უნდა დასრულდეს. ბელარუსი ხალხი არის თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი და ეს ბრძოლა მათ სასიკეთოდ უნდა დასრულდეს”,- განაცხადა მოძრაობა “შეცვალეს” წევრმა ტიტე გედენიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა