დიმიტრი პესკოვი - კრემლს ალექსეი ნავალნის გამო დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესება არ სურს

კრემლში არ სურთ დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესება ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საქმიდან გამომდინარე. ამასთან, ამისთვის ვერც შესაბამის მიზეზს ხედავენ. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ ვისურვებდით - ეს ერთი; მეორე - ამისთვის არანაირი მიზეზი არ არსებობს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, კრემლი სხვებზე ნაკლებად არ არის დაინტერესებული მომხდარის მიზეზების დადგენაში ალექსეი ნავალნისთან დაკაშირებით.

„ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ასევე დაინტერსებული ვართ იმაში, რომ გავიგოთ და განვსაზღვროთ, რა მოხდა ავადმყოფთან დაკავშირებით, თუმცა, ჯერჯერობით, ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია. ჩვენ სხვებზე ნაკლებად არ ვართ დაინტერესებულები. რაც შეეხება საერთაშორისო სააგენტოების ინფორმაციას, რომ ვიღაც იმედგაცრუებულია და ასე შემდეგ, ჩვენ მაინც ოფიციალური განცხადებებიდან გამოვდივართ და არა საააგენტოების ინფორმაციებიდან“, - განაცხადა პესკოვმა.

მანვე განაცხადა, რომ მრავალმა ანალიზმა, რომელიც რუსმა მედიკოსებმა გააკეთეს, სამწუხაროდ, შეუძლებელი გახდა ნავალნის ორგანიზმში იმ ნივთიერების აღმოჩენა, რამაც მისი ეს მდგომარეობა გამოიწვია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა