შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გადაიდო

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გადაიდო. საქმის პროკურორის ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, სასამართლო პროცესი არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს საზოგადოებრივი ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო, რომელმაც საქმის მასალების გასაცნობად სასამართლოსგან დამატებითი დროის გამოყოფა მოითხოვა.

,,სასამართლო პროცესი გადაიდო კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე. აღნიშნული ადვოკატი წინა ეტაპზეც ჩართული იყო საქმის განხილვაში, შესაბამისად, იცნობდა საქმის მასალებს და მიგვაჩნია, რომ მოსამზადებლად საკმარისი დრო ჰქონდა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული მიმართულია საქმის გაჭიანურებისკენ, ვინაიდან ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება საქმეში მყოფი თითოეული არასრულწლოვნის დანაშაულებრივი ქმედება და მიგვაჩნია, რომ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი მასალების გონივრული შეფასების საფუძველზე,” - აღნიშნა ნანა გუგუტიშვილმა.

შემდეგი სასამართლო პროცესი 31 აგვისტოს, 15:00 საათზეა დანიშნული.

ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესზე 10 მოწმე უნდა დაიკითხულიყო, მათ შორის დაპირისპირების შემსწრეები, ასევე, გამომძიებლები და ექსპერტები, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში.

ამასთან, პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა არასრულწოვანი ზ.ხ. და მისი ადვოკატი გიორგი გელხაური.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს