29 აგვისტოდან უკრაინაში უცხოელების შესვლა ერთი თვით იკრძალება

უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხოელებს უკრაინაში ერთი თვის განმავლობაში შესვლა ეკრძალებათ, რაც კორონავირუსით გამოწვეულ მდგომარეობას უკავშირდება. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე მიღეს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის განცხადებით, შეზღუდვა არ შეეხება იმ უცხოელებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილდებიან და აქვთ დოკუმენტები, რომლებიც მათ ორი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში ყოფნის უფლებას აძლევთ. ასევე მათ, ვინც უკრაინაში სწავლობს, გადიან სამხედრო სამსახურს, მუდმივად ცხოვრობენ უკრაინის ტერიტორიაზე, გააჩნიათ ცხოვრების შესაბამისი უფლება და ა.შ.

ავაკოვის ინფორმაციით, მთავრობის დადგენილება ძალაში შევა 29 აგვისტოდან და იმოქმედებს 28 სექტემბრის 00:00 საათამდე.

დღეის მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 1670-ით გაიზარდა და 110 085 ადამიანი შეადგინა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა