ნიკა მელია მთაწმინდის ამომრჩევლებს შეხვდა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ აღნიშნულ ოლქში „ნაცმოძრაობა“ მხარს შალვა შავგულიძის კანდიდატურას უჭერს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ და გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, მთაწმინდის ამომრჩეველს შალვა შავგულიძის კანდიდატურა წარუდგინა. ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, „ნაცმოძრაობა“ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებზე მთაწმინდის ოლქში სწორედ შავგულიძის კანდიდატურას უჭერს მხარს.

ნიკა მელიას განცხადებით, არჩევნებზე ოპოზიცია დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა