ლიეტუვამ ბელარუსის 118 მოქალაქე, მათ შორის ალექსანდრე ლუკაშენკო იმ პირთა სიაში შეიყვანა, რომლებისთვისაც სანქციების დაწესებას აპირებს

ლიეტუვამ ბელარუსის 118 მოქალაქე, მათ შორის ალექსანდრე ლუკაშენკო, იმ პირთა განახლებულ სიაში შეიყვანა, რომლებისთვისაც სანქციების დაწესებას აპირებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 118-კაციანი განახლებული სია გადაუგზავნა, მათ შორის პრეზიდენტი ლუკაშენკოცაა,“ - განაცხადა რასა ჯაკილაიტიანემ.

ცნობისათვის, ეს სანქციების სიის მეორე ვერსიაა. სიის პირველ ვარიანტში ბელარუსის 32 მოქალაქე შედიოდა, რომლებსაც ვილნიუსი საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ არამართლზომიერი ძალის გამოყენებაში მონაწილეობაში ადანაშაულებდა.

ლიეტუვა სიაში შემავალი პირებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვასა და ფინანსური აქტივების გაყინვას გეგმავს.

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს